(+995)32 231 91 91; (+995)32 217 18 19;

GEO

რეკლამა თიბისი ფეის აპარატში - ხუთი "დიახ"


1. დიახ - ეს პროგრესულია
advertisment
  • დინამიური
  • ინტერაქტიული
  • საინტერესო

თიბისი ფეის აპარატები წარმოადგენენ უნიკალურ, ინტერაქტიულ სარეკლამო წყაროს. ჩვენი კომპანია გთავაზობთ როგორც ტრადიციული სარეკლამო რგოლის, ასევე კომპლექსური რეკლამის განთავსების საშუალებას, რომელიც მოიცავს კლიენტის ჩართულობას, გამოკითხვებს და პრომო კოდების რეგისტრაციას, ქოლ ცენტრის მომსახურეობას და სხვა...


2. დიახ - თქვენ გაქვთ არჩევანის საშუალება
  • კონკრეტულად
  • მიზანმიმართულად
  • ეფექტურად

ჩვენი აპარატებით რეკლამირების ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს სარეკლამო ტერიტორიის არჩევის საშუალება, ასევე შესაძლებელია გადახდილი თანხის მიხედვით ტრანსლაციის პერიოდისა და დროის განსაზღვრა, ამ გზით ზუსტად ირჩევთ თქვენთვის სასურველ კლიენტთა სამიზნე ჯგუფს.

მომენტალური გადახდების აპარატებში რეკლამის განთავსების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ტერმინალების სერვისების აქტიური მომხმარებელია, ჩვენი კლიენტები ყოველთვიურად 3 500 000 ოპერაციას ასრულებენ სხვადასხვა აპარატების საშუალებით. ჩვენი სარეკლამო განყოფილება მზადაა შემოგთავაზოთ ყველაზე მომგებიანი და ეფექტური სარეკლამო გეგმა, ასევე რეკლამის დამკვეთს შეგვიძლია მივაწოდოთ აღრიცხვა თუ რამდენმა ადამიანმა იხილა მის მიერ განთავსებული ინფორმაცია. ამ სახის პრომოუშენი, სხვა სარეკლამო საშუალებებისგან განსხვავებით გაძლევთ საშუალებას ზუსტად განსაზღვროთ რეკლამის ეფექტურობა.


3. დიახ - ამ რეკლამას შეუძლია კიდევ უფრო მეტი
  • მომხიბვლელი
  • მიმზიდველი
  • ეფექტური

თიბისი ფეის ქსელის, როგორც სარეკლამო საშუალების, კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს რეკლამის ინტერაქტიულობა. რეკლამის დამკვეთს შეუძლია არამარტო სარეკლამო რგოლის ტრანსლაცია, არამედ პოტენციური კლიენტის ჩართვაც პრომოუშენის პროცესში გამოკითხვების სახით, ამ ინფორმაციის საფუძველზე კი ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი სარეკლამო რგოლის შინაარსის შეცვლა და განახლება.

ჩვენი რეკლამის ეფექტურობის კიდევ ერთ განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს, გადახდისას კლიენტის ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაცია აპარატის მონიტორზე. თიბისი ფეი ასევე გთავაზობთ სარეკლამო ინფორმაციის განთავსებას ქვითარზე. როგორც წესი, კლიენტი ქვითარს გულმოდგინედ ინახავს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. გაცემული ქვითარი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ფასდაკლების კუპონი და ა.შ.


4. დიახ - ეს რეკლამა გეხმარებათ გაყიდვაში
  • მასშტაბურად
  • ოპერატიულად
  • კომფორტულად

ინოვაციური სარეკლამო შესაძლებლობები, ინტერაქტიულობა, რეკლამის დამკვეთის პრომო გვერდზე შესვლის შესაძლებლობა, კლიენტთა სამიზნე ჯგუფის არჩევის შესაძლებლობა, ეს ყველაფერი ჩვენს ხელმისაწვდომ და თქვენთვის მისაღებ ფასებთან ერთად განაპირობებს თიბისი ფეის პოპულარობას, მაგრამ ეს კიდევ არ არის ყველაფერი!


5. დიახ - ჩვენთან ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკება
  • პასუხისმგებლობით
  • ლოიალურად
  • გრძელვადიანად

ჩვენ მზად ვართ დაგიმტკიცოთ თიბისი ფეის რეკლამის ეფექტურობა და შევიმუშაოთ ნებისმიერი პრომო აქციის მექანიზმი, ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ მრავალფეროვანი სარეკლამო ვარიანტები. ჩვენ ვაცნობიერებთ რომ წარმატებული სარეკლამო კამპანია დამოკიდებულია, როგორც რეკლამის დამკვეთთან ურთიერთობაზე, ასევე თანამშრომლობის პერსპექტიულობაზე, სწორედ ამიტომ მზად ვართ შემოგთავაზოთ ექსკლუზიური შემოთავაზებები და განვიხილოთ ორმხრივად სასარგებლო პირობები თანამშრომლობისას.

დიახ! თქვენ მხოლოდ და მხოლოდ უნდა დაგვიკვეთოთ რეკლამა.
მოგვწერეთ: info@tbcpay.ge
ან დაუკავშირდით ჩვენს ქოლ ცენტს: (+995) 32 231 91 91; (+995) 32 217 18 19

©2016 TBC PAY
}