logo

ონლაინ გადახდების საუკეთესო საშუალება

მთავარი გვერდი keyboard_arrow_right ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

კომპანია თიბისი ფეი უკვე 10 წელია მომენტალური გადახდების ბაზარზე მოღვაწეობს. ამ წლების განმავლობაში კომპანია ხვეწდა მომსახურებას და ნერგავდა ტექნიკურ სიახლეებს. 2015 წლიდან კომპანიამ შექმნა გადახდის ონლაინ პლატფორმა, რომელიც 2017 წელს მთლიანად განახლდა. თიბისი ფეის საშუალებით მომენტალური გადახდები დღეს ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის.

 

 

თიბისი ფეის მომსახურება მთლიანად ფოკუსირებულია მომხმარებელზე და ყველა დაგეგმილი ცვლილება გადახდის პროცესის გამარტივებასა და დახვეწას ისახავს მიზნად, შედეგად, გადახდა როგორც ონლაინ, ისე სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებში, შესაძლებელია ინტუიტიურად, წამებში, ყველაზე სწრაფად და მარტივად.

 

 

იმ უამრავ სიახლეს შორის, რომლებიც დაინერგა ბოლო პერიოდში, არის ანგარიშსწორების საშუალება ნაღდი ფულის გარეშე, საბანკო ბარათით, რამდენიმე სერვისის, მაგალითად, კომუნალურების ერთიანად გადახდის საშუალება და ა.შ.

აპარატების პარალელურად, განახლებული ონლაინ პლატფორმა რეგისტრირებულ მომხმარებელს უამრავ ახალ ფუნქციას სთავაზობს. tbcpay.ge ონლაინ პროდუქტია, რომელიც სხვადასხვა ბანკის ბარათის მიბმის საშუალებასთან ერთად, ინტერნეტ ბანკში არსებულ და უამრავ ახალ ონლაინ სერვისს ითავსებს.

 

 

მომხმარებელზე ორიენტირებულობა, პირველ რიგში, მომხმარებლის აზრის შესწავლაში გამოიხატება, ამიტომ მივესალმებით და დიდი ყურადღებით ვეკიდებით თქვენ მიერ გამოთქმულ თითოეულ კომენტარს, აზრს, შენიშვნასა თუ კრიტიკას.

გისურვებთ წარმატებას!

lights