(+995)32 231 91 91; (+995)32 217 18 19;

GEO

თიბისი ფეის კორპორატიული კულტურა

თიბისი ფეის თანამშრომლები:
  1. ყველა საქმეს ვაკეთებთ სწრაფად და ეფექტურად. ამოცანების სწრაფად და ამავდროულად ხარისხიანად შესრულება ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა;

  2. არასდროს ვამბობთ „ეს ჩვენი საქმე არ არის“ და ყოველთვის ვცდილობთ დავეხმაროთ ერთმანეთს ამოცანების შესრულებაში;

  3. ოპერატიულად ვაკეთებთ რეაგირებას ხელმძღვანელების დავალებებზე და კოლეგების თხოვნებზე;

  4. ყოველთვის ვუდგავართ ერთმანეთს გვერდში ნებისმიერი პროფესიული თუ ცხოვრებისეული პრობლემის შემთხვევაში, ჩვენი ურთიერთობა ნდობაზეა დამყარებული;

  5. ვცდილობთ, რომ შექმნილი პრობლემებიდან გამოსავალი პირველ რიგში თვითონ მოვძებნოთ, ყოველთვის ვცდილობთ, რომ წარმოვადგინოთ პრობლემების მოგვარების რეკომენდაციები;

  6. თანამშრომლების თხოვნებზე ვაკეთებთ შეძლებისდაგვარად სწრაფ რეაგირებას, სამუშაო დღეს არ ვასრულებთ ისე, რომ არ შესრულდეს კოლეგების თხოვნები ან/და არ განხორციელდეს მათზე შესაბამისი რეაგირება;

  7. პრობლემის დროს პირველ ეტაპზე არ ვეძებთ მის გამომწვევ მიზეზებს, პირველი ამოცანა წარმოქმნილი პრობლემის სწრაფი აღმოფხვრაა, მეორე ეტაპზე ორიენტირებული ვართ გამომწვევი მიზეზების შესწავლაზე და პრევენციის განხორციელებაზე;
  8. advertisment

  9. ვართ პროფესიონალები და მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე და მენეჯერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე;

  10. საკითხის/ამოცანის განხილვის პირველ ეტაპზე არასდროს ვამბობთ --- „ეს არ გამოვა“, პირიქით ჩვენ ყოველთვის ვსვამთ საკითხს შემდეგნაირად: „რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ დასახულ მიზანს/ამოცანას“;

  11. არ ვქმნით ბიუროკრატიულ და რთულ პროცედურებს, ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სიმარტივეა;

  12. ვმართავთ თიბისი ფეის დელეგირებით. ყველა თანამშრომელი არის ჩართული კომპანიის მართვაში, გადაწყვეტილებების უმეტესობა მიიღება კომპანიის მენეჯმენტის ქვედა დონეზე;

  13. ვართ სამართლიანები ყველა საკითხის განხილვისას და რაც მთავარია ვართ სამართლიანები საკუთარი თანამშრომლების მიმართ;

  14. ყოველთვის ვასრულებთ დანაპირებს რომელსაც ვაძლევთ კოლეგებს, კლიენტებს და პარტნიორებს. მიცემული პირობის შესრულება თითოეული ჩვენთაგანის ღირსების საკითხია;

  15. კლიენტებს და დილერებს ვემსახურებით უმაღლესი ხარისხით. ყველა ამოცანა, ყველა დავალება ყველა ნაბიჯი სრულდება უმაღლესი ხარისხით. ხარისხი არის ჩვენი უმთავრესი კონკურენტული უპირატესობა;

  16. ვაღიარებთ, რომ წარმატება დეტალებშია ამიტომ ყველა, მცირე დეტალსაც კი განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ;

  17. ვართ პუნქტუალურები და მუდმივად ვაუმჯობესებთ დროის მართვის უნარ-ჩვევებს;

  18. ვართ კლიენტებზე ორიენტირებული, კლიენტების კმაყოფილება თიბისი ფეის წარმატების გარანტიაა;

  19. ვთვლით, რომ თიბისი ფეი თითოეული ჩვენთაგანის კომპანიაა, ჩვენ ვზრუნავთ მის განვითარებაზე ისე, როგორც საკუთარ ბიზნესზე. ჩვენი კომპანიის წარმატება თითოეული ჩვენთაგანის წარმატებაა.

  20. ვართ ორიენტირებული შედეგებზე და ყოველთვის ვაკეთებთ ყველაფერს დასახულის მიზნების მისაღწევად

©2016 TBC PAY
}