(+995)32 231 91 91; (+995)32 217 18 19;

GEO

დილერები

advertisment არქივი:
ინსტრუქცია აგენტის მიერ გადახდის მიღების თაობაზე (მოქმედებდა 2012 წლის 16 თებერვლამდე)

არქივი:
ინსტრუქცია აგენტის მიერ გადახდის მიღების თაობაზე(საიტზე განთავსდა 2012 წლის 5 თებერვალს, მოქმედებდა 2012 წლის 16 თებერვლიდან 25 ოქტომბრამდე)

არქივი:
ინსტრუქცია აგენტის მიერ გადახდის მიღების თაობაზე(საიტზე განთავსდა 2012 წლის 14 ოქტომბერს, მოქმედებდა 2013 წლის 01 იანვრამდე)

მოქმედი:
ინსტრუქცია აგენტის მიერ გადახდის მიღების თაობაზე(საიტზე განთავსდა 2012 წლის 21 დეკემბერს, მოქმედებდა 2015 წლის 01 მაისამდე.)

მოქმედი:
ინსტრუქცია აგენტის მიერ გადახდის მიღების თაობაზე(საიტზე განთავსდა 2015 წლის 7 მაისს, ძალაშია 2015 წლის 01 მაისიდან.)

თიბისი ფეი პირველ რიგში ორიენტირებულია ბიზნეს პროდუქტზე, რომელიც ხარისხითა და ფუნქციებით სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ექსკლუზიური სერვის პროვაიდერების და მრავალი კონკურენტული უპირატესობის გარდა ბიზნესს გააჩნია განვითარების დიდი პოტენციალი, რაც სტაბილური შემოსავალის განმაპირობებელი დამატებითი ფაქტორია. ელექტრონული კომერციის და ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ იმდენად გააფართოვა ბიზნესის ტრადიციული ჩარჩოები, რომ დღესდღეობით უკვე შესაძლებელია თანამედროვე მოწყობილობების დახმარებით სტაბილური შემოსავალის მიღება და საერთო მიზნების მიღწევა ჩვენს პარტნიორებთან ერთად.

პარტნიორ დილერთა სიმრავლე და მაღალი ნდობა თიბისი ფეისადმი ნათლად მეტყველებს კომპანიის პროფესიონალურ მიდგომაზე საქმისადმი. თიბისი ფეი თქვენი ეფექტური და საიმედო პარტნიორია, დიდი გამოცდილებისა და ფინანსური სიძლიერის ხარჯზე ყოველთვის მზად ვართ შევიძინოთ ახალი დილერები და დავეხმაროთ მათ საკუთარი ბიზნესის განვითარებაში. ჩვენ ხშირად ვითვალისწინებთ პარტნიორთა აზრს, მათი რეკომენდაციით ვზრდით გადახდების ასორტიმენტს და ვნერგავთ არაერთ ისეთ სიახლეს, რომელიც ჩვენს პარტნიორებს აზოგინებს ფულს და დროს.

თიბისი ფეისთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • პროცესინგი და ტექნოლოგია - ბიზნესის სამართავი მარტივი და მრავალფუნქციური დილერის კაბინეტი, თვით მომსახურეობის ტერმინალის მოსახერხებელი ინტერფეისი, ტერმინალთა ქსელის ონლაინ მონიტორინგი, ფინანსური და ტექნიკური ანგარიშგება. ამ ყველაფერს უზრუნველყოფს ხარისხიანი, თანამედროვე და საიმედოIT სისტემა.
  • აპარატები და ტექნოლოგიები - თიბისი ფეის სისტემაში ჩასართავად დილერებს შეუძლიათ აირჩიონ თანამედროვე გადასახადების მიმღები მოწყობილობებიდან ნებისმიერი: თვითმომსახურეობის ტერმინალი, POS ტერმინალი, Windows ან Wap ტერმინალი.
  • ფინანსები - შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად ჩვენს ქსელში ჩართულ პარტნიორებს ვთავაზობთ ბალანსის შევსების ისეთ მოსახერხებელ გზებს როგორიცაა:
    • თიბისი ფეის ტერმინალების საშუალებით დილერის ბალანსის შევსება
    • დილერის ბალანსის შევსება შემდეგი ბანკების საშუალებით:
      • advertisment
      • advertisment
      • advertisment
      • advertisment
  • ხელსაყრელი პირობები - თიბისი ფეის მაქსიმალურად ხელსაყრელი სატარიფო გეგმები ჩვენს დილერებს უზრუნველყოფს მაღალი შემოსავლით, როგორც საკუთარი ასევე ქვედილერების ქსელის ხარჯზე.
  • სერვისი - ბიზნესის ტექნიკურ და პროგრამულ სტაბილურობაზე სისტემატიურად ზრუნავს თიბისი ფეის მაღალკვალიფიციური სერვის მენეჯერების მობილური ჯგუფი, ჩვენი ქოლ ცენტრი კი ეფექტურად ემსახურება ნებისმიერ აბონენტს, რომელმაც ისარგებლა თიბისი ფეის ან მისი პარტნიორი დილერის აპარატით, საერთო ჯამში ეს სერვისი ხაზს უსვამს თიბისი ფეის ორიენტირს მიაწოდოს უმაღლესი ხარისხის სერვისი როგორც მის პარტნიორებს ისე მომხმარებლებს.

©2016 TBC PAY