(+995)32 231 91 91; (+995)32 217 18 19;

GEO

პროვაიდერები

advertisment თიბისი ფეისთან თანამშრომლობით თქვენს კომპანიას ეძლევა უნიკალური საშუალება აბონენტებს შესთავაზოს გადასახადების გადახდის ან ბალანსის შევსების მარტივი და მოსახერხებელი გზა.

ჩვენს კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აბონენტებს შეეძლებათ თიბისი ფეის ქსელში, საქართველოს ყველა რეგიონის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში გადაიხადონ თქვენი მომსახურეობის საფასური.

თიბისი ფეი 150-მდე პარტნიორი კომპანიის ნდობით სარგებლობს, მათ შორის არიან: მობილური ოპერატორები, კომუნალური გადასახადების მიმღები კომპანიები, ინტერნეტ პროვაიდერები, ბანკები და სხვა

ჩვენთან თანამშრომლობის მთავარი უპირატესობებია:
  • იურიდიული რისკები - ჩვენთან თანამშრომლობა იმდენად უსაფრთხოა, რამდენადაც ნებისმიერ ბანკთან. თიბისი ფეისთან ხელშეკრულების გაფორმებით თქვენ ხდებით გადასახადების მიმღები ფინანსურად ძლიერი და ტექნოლოგიურად განვითარებული კომპანიის პარტნიორი.

  • უსაფრთხოება - თიბისი ფეის ძლიერი პროცესინგი ყოველდღიურად მილიონობით ტრანზაქციის განხორციელების საშუალებს იძლევა, ხოლო ინფორმაციის კრიპტოგრაფიული დაცვითი სისტემა სრულად უზრუნველყოფს თითოეული ტრანზაქციის უსაფრთხოებას.

  • გადახდის წერტილთა ფართო ქსელი - გადახდის წერტილთა ფართო ქსელი თქვენს კლიენტებს აძლევს საშუალებას 2500-ზე მეტი თანამედროვე გადახდის წერტილით გადაიხადონ მომსახურეობის გადასახადი. გადახდის წერტილების უმრავლესობა ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში და განლაგებულია საქართველოს ყველა რეგიონის მასშტაბით მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში, სადგურებში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში. გადახდის წერტილთა რუქა.

  • რეკლამა - გადასახადების მიღების მოსახერხებელი საშუალების გარდა სერვის პროვაიდერთათვის ჩვენი აპარატები წარმოადგენენ ინფორმაციულ, სარეკლამო პლატფორმასაც. თიბისი ფეის ხარისხიანი სისტემის დახმარებით მარტივადაა შესაძლებელი მოსახლეობის ინფორმირება სიახლეების, ფასდაკლებების, სპეციალური შეთავაზებებისა და სხვა ინფორმაციის შესახებ.

  • მხარდაჭერა - თანამედროვე სტანდარტებით ორგანიზებული ქოლ ცენტრი ნებისმიერ დროს ოპერატიულად მოაგვარებს თანხის ჩარიცხვასა და ბალანზე ასახვასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მაქსიმალურ კომფორტს შეგიქმნით როგორც თქვენ, ასევე თქვენს აბონენტებს.

©2016 TBC PAY