(+995)32 231 91 91; (+995)32 217 18 19;

GEO

4 მთავარი მიზეზი თუ რატომ ირჩევენ თიბისი ფეის აპარატს:

  • ხარისხი - თიბისი ფეის თითოეული ტერმინალი შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, როგორც პროგრამული ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს უმაღლესი ხარისხის და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მომწოდებელ კომპანიებთან, ამგვარი მიდგომა კომპანიას აძლევს საშუალებას კლიენტებს შესთავაზოს მომენტალური გადახდის აპარატები, რომლებიც გამოირჩევიან ყველაზე ხანგრძლივი ექსპლუატაციის პერიოდით და შემადგენელი ნაწილების განსაკუთრებული გამძლეობით, სწორედ ამიტომ თიბისი ფეის მომენტალური გადახდის აპარატების შენახვა ყველაზე იაფია ბაზარზე არსებულ სხვა მოდელებთან შედარებით.
  • უსაფრთხოება - თიბისი ფეის აპარატები აღჭურვილია არაერთი საიმედო დაცვის მექანიზმებით, მონეტები და ქაღალდის კუპიურები ინახება განცალკევებით მეტალის საიმედოდ დაცულ სეიფებში, რომელთა გასახსნელად რამდენიმე გასაღებია საჭირო.
  • კონსტრუქცია - თიბისი ფეი გაძლევთ არჩევანის საშუალებას, სტანდარტული აპარატის გარდა შეგიძლიათ აირჩიოთ კედლის მოდელი, რომელიც არ საჭიროებს დასადგმელ ფართს და იდეალურია პატარა ზომის ობიექტებზე დასამონტაჟებლად.
  • დიზაინი - წარმატებული გაყიდვების მენეჯერი კარგად უნდა გამოიყურებოდეს - იგივე შეიძლება ითქვას აპარატზეც. დახვეწილი დიზაინი ჩვენი ტერმინალების მაღალი მოთხოვნის და პოპულარობის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია.

მოკლე ტექნიკური აღწერილობა:

  • სენსორული მონიტორი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი მარტივად ირჩევს საჭირო პუნქტს;
  • სარეკლამო მონიტორი, რომელიც დამოუკიდებლად იმართება ცენტრალური სერვერიდან;
  • ფულის მიმღები და ფულის შემგროვებელი კონტეინერი, რომელსაც გააჩნია დაცვის ყველაზე მაღალი დონე დაზიანებული, ყალბი ან გაფუჭებული კუპიურების მიმართ;
  • რკინის ფულის მიმღები კონტეინერი.
  • ქვითრის საბეჭდი პრინტერი.
  • .
  • GPRS მოდემი, რომლის საშუალებითაც ხდება ინფორმაციის გაცვლა დაცული არხის მეშვეობით.
©2016 TBC PAY