Anonymous Reporting - TBC Pay
loading...
logo
homekeyboard_arrow_rightანონიმური მხილება

ანონიმური მხილება

რა არის ანონიმური მხილება?

თიბისი ფეი მოწოდებულია რა წარმართოს ბიზნეს საქმიანობა პროფესიონალიზმის, პატიოსნების, სამართლიანობის ბიზნეს ეთიკის დაცვის კვალდაკვალ, გაძლევთ საშუალებას ანონიმური მხილების ვებ გვერდის მეშვეობით დააფიქსიროთ ინციდენტი/დარღვევა ან გამოთქვათ საფუძვლიანი ეჭვი, რომელიც ეხება თიბისი ფეის ნებისმიერი თანამშრომლის მხრიდან განხორციელებულ შემდეგ ქმედებას:

  • თაღლითობასთან, კორუფციასთან, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ სქემებში მონაწილეობას;
  • თიბისი ფეის შიდა პოლიტიკების/დებულებების/ინსტრუქციების დარღვევას;
  • თიბისი ფეის თანამშრომელზე მორალურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას (დევნას);
  • ინტერესთა კონფლიქტის უგულებელყოფას;
  • დანაშაულის ჩადენას (ქურდობა, საბუთების გაყალბება და სხვა);
  • ნებისმიერი ხასიათის შეუსაბამო საქციელს, რომელმაც შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს თიბისი ფეის ან ნებისმიერი თანამშრომლის ინტერესები და გამოიწვიოს ფინანსური ან რეპუტაციული ზიანი ან/და გაურთულოს თიბისი ფეის ნებისმიერ თანამშრომელს მასზე დაკისრებული სამუშაოს სრულფასოვანი შესრულება;
  • ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას.

ანონიმური მხილების დაცული ვებ გვერდი თქვენ გაძლევთ შესაძლებლობას, ვინაობის გამხელის გარეშე, დააფიქსიროთ ინფორმაცია.

აღნიშნული ვებ გვერდი არ არის განკუთვნილი მომსახურების ხარისხთან, პროდუქტების პირობებთან და ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებული უკმაყოფილებების დაფიქსირებისთვის.

გარდა ანონიმური მხილების გვერდისა, ინციდენტთან/დარღვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ შემდეგი გზებით:
  1. ელ ფოსტა: complianceincidents@tbcpay.ge;
  2. ანონიმური წერილი - მისამართზე: ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველას IV კვარტალი, 3 გ, მესამე სართული.

თიბისი ფეის მხრიდან ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების წესის, ასევე, მამხილებლის უფლება-მოვალეობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, იხილოთ ხშირად დასმული შეკითხვები.

ხშირად დასმული კითხვები

1. რისთვის არის შექმნილი ანონიმური მხილების ვებ გვერდი?

ანონიმური მხილების ვებ გვერდი შექმნილია ნებისმიერი პირისთვის, ვინც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი თიბისი ფეიში არსებულ/შესაძლო ინციდენტებზე/დარღვევებზე, მაგრამ თავს იკავებს აღნიშნული ინფორმაციის სხვა გზებით დაფიქსირებისგან.

2. როგორ უნდა დავაფიქსირო ინციდენტთან/დარღვევასთან დაკავშირებული ინფორმაცია?

ანონიმური მხილების ვებ გვერდზე, ღილაკზე - „ანონიმური მხილება” ხელის დაჭერით, თქვენ გამოგიჩნდებათ დაცული, ელექტრონულად შესავსები ფორმა. ფორმაში არსებული ველების მეშვეობით, თქვენ უნდა მიუთითოთ ის ძირითადი ინფორმაცია, რაც საჭიროა თქვენს მიერ მოწოდებული შემთხვევის გასაანალიზებლად.

ელექტრონულ ფორმაში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი, ელ. ფოსტის მისამართი, თუმცა, აღნიშნული ველები არის ნებაყოფლობითი და იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ, რომ დარჩეთ ანონიმად, შეგიძლიათ ეს ველები დატოვოთ ცარიელი.

სასურველია მოგვაწოდოთ ელ.ფოსტის მისამართი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ თქვენთან კომუნიკაცია დამატებითი ინფორმაციის მიღების ან დაფიქსირებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით. აღნიშნულის გათვალისწინებით, თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ ისეთი ელ.ფოსტის მისამართი, რომელიც არ შეიცავს თქვენს მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს (მაგ სახელი, გვარი).

თქვენ, ასევე, გაქვთ შესაძლებლობა, ინციდენტის აღწერას თან დაურთოთ დამადასტურებელი დოკუმენტი/ები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. თანდართული დოკუმენტების ატვირთვა შესაძლებელია ანონიმური მხილების ფორმის ბოლოს, ღილაკზე - „ფაილის მიმაგრება“ - დაჭერის გზით.

3. გარდა ანონიმური მხილების ვებ გვერდისა, არსებობს სხვა საშუალება, რომლის მეშვეობითაც შევძლებდი ინციდენტის/დარღვევის შესახებ თიბისი ფეისთვის ინფორმაციის გამოგზავნას?

გარდა ანონიმური მხილების ვებ გვერდისა ინციდენტის/დარღვევის დაფიქსირება შესაძლებელია შემდეგი გზებით:

  • ელ ფოსტას: complianceincidents@tbcpay.ge
  • გააგზავნოთ ანონიმური წერილი მისამართზე - ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველას IV კვარტალი, 3 გ, მესამე სართული.

4. როგორ უზრუნველყოფს თიბისი ფეი ჩემს ანონიმურობას?

ანონიმური მხილების ვებ გვერდის მეშვეობით, ინფორმაციის დაფიქსირებისას, არ ხდება ინფორმაციის მომწოდებლის/მისი IP მისამართის ამოცნობა, იდენტიფიცირება ან რაიმე ფორმით ლოგირება.

5. იმ შემთხვევაში, თუ ღიად დავაფიქსირებ ინციდენტთან/დარღვევასთან დაკავშრებით ინფორმაციას, დაიცავს თუ არა თიბისი ფეი ჩემს ვინაობას კონფიდენციალურად?

თქვენი ვინაობა, ისევე როგორც თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, არის მკაცრად კონფიდენციალური, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ინციდენტის/დარღვევის დამუშავება მოითხოვს სასამართლოსთან ან საგამოძიებო სამსახურებთან თანამშრომლობას.

6. რა ტიპის ინციდენტის/დარღვევის დაფიქსირება შემიძლია ანონიმური მხილების ვებ გვერდის მეშვეობით?

ანონიმური მხილების ვებ გვერდის მეშვეობით, უნდა დააფიქსიროთ ისეთი ინციდენტი/დარღვევა, რომელიც თვლით რომ არაეთიკურია, არაკანონიერია, უფლებების შემლახველია და დაკავშირებულია თაღლითობასთან, გაყალბებასთან, კორუფციასთან, ძალადობასთან, ნებისმიერი ხასიათის შეუსაბამო საქციელთან,როგორიცაა:

  • თანამშრომლის არაკეთილსინდისიერი ქმედება, რამაც შეიძლება თიბისი ფეის ფინანსური ზიანი მიაყენოს;
  • რეალური ფაქტების, მონაცემების განზრახ გაყალბება, დამალვა;
  • თანამშრომლის მიერ თიბისი ფეიში დაკავებული პოზიციის და მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის ბოროტად გამოყენება, როგორც პირადი მიზნებისათვის, ასევე, მესამე პირების სასარგებლოდ;
  • თანამშრომლის დევნა და/ან ზეწოლა;
  • ინტერესთა კონფლიქტის უგულვებელყოფა;
  • შიდა რეგულაციებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევით კონფიდენციალური ინფორმაციის მესამე პირებზე გადაცემა;
  • ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია - რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.
  • სხვა ნებისმიერი ხასიათის შეუსაბამო საქციელი, რომელმაც შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს თიბისი ფეის ინტერესები და გამოიწვიოს ფინანსური ან რეპუტაციული ზიანი ან/და გაურთულოს თიბისი ფეის ნებისმიერ თანამშრომელს მასზე დაკისრებული სამუშაოს სრულფასოვანი შესრულება.

7. რატომ უნდა დავაფიქსირო ინფორმაცია ინციდენტთან/დარღვევასთან დაკავშირებით?

  • იმიტომ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღირებულებები, როგორიცაა ღიაობა, პატიოსნება, ნდობა და პროფესიონალიზმი.
  • თუ თქვენ თვლით, რომ ინციდენტი/დარღვევა, რომლის შესახებაც ფლობთ ინფორმაციას უშუალოდ თქვენ არ გეხებათ და ამის გამო ცდილობთ მიმართოთ „გაჩუმების პრინციპს”, ამით თქვენ რისკის ქვეშ აყენებთ თიბისი ფეის და სხვა თანამშრომლების საქმიანობას.
  • ინციდენტის/დარღვევის შესახებ ინფორმაციის ადრეულ ეტაპზევე დაფიქსირება დაიცავს თიბისი ფეის და მის თითოეულ თანამშრომელს შესაძლო ზიანისგან.
  • იმიტომ, რომ თქვენ არ გახდეთ კორუფციულ, თაღლითურ, დანაშაულებრივ სქემებში უნებლიე თანამონაწილე.