პარიკრების გადასახადისა და ჯარიმების დაფარვა
ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელისათვის ნაცნობია საპარკინგე ადგილებთან და ზოგადად, პარკინგის გადასახადთან თუ ჯარიმებთან დაკავშირებული პრობლემები. თბილისსა თუ საქართველოს ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა, მაგალითად, ბათუმი და ქუთაისი, ყველა ჩვენგანი ვხვდებით გადატვირთული მოძრაობასა და საპარკინგე ადგილის მოძებნის სირთულეს. ხანდახან კი, სამწუხაროდ, არც პარკინგის ჯარიმისგან ვართ დაზღვეული.
პარკირების საშვს მუდმივი განახლება სჭირდება, ასევე, ჯარიმების გადახდასაც თავისი კონკრეტული ვადა აქვს. იმისათვის, რომ ჩვენი ავტომობილებით თავისუფლად ვისარგებლოთ და არც მოძრაობასთან დაკავშირებული შესაძლო გართულებებს შევუშინდეთ, TBC Pay გთვაზობთ ონლაინ გადახდების სწრაფ და კომფორტულ პლაფტორმას. სატრანსპორტო სერვისებთან ერთად ჩვენ ვებგვერდზე 1000-მდე მომსახურებაა ხელმისწავდომი, თანაც გადახდა ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათის მფლობელს შეუძლია. აქ თქვენთვის სასურველ ყველა მომსახურე კომპანიას მარტივად იპოვნით.
პარკირების ქვეკატეგორიაში წარმოდგენილია შემდეგი სამი მომსახურება ქალაქების მიხედვით:
· თბილისის პარკინგი
· ბათუმის პარკინგი
· ქუთაისის პარკინგი
როგორ გადავიხადო?
თუ თქვენ თბილისის ბათუმის ან ქუთაისის პარკინგის მომსახურებით სარგებლობთ, ჩვენი ვებგვერდიდან წამებში შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც საშვი, ისე დაფაროთ ჯარიმა სახლიდან თუ ოფისიდან გაუსველად ან თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტია. გადახდა შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშეც, თუმცა რეგისტრაციის შემთხვევაში, მიიღებთ დამატებით უპირატესობებს, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.
ჯარიმის მოძებნა TBC Pay-ზე შესაძლებელია რამდენიმე სახით:
· ქვითრის ნომრითა და ავტომობილის სახელმწიფო ნომრით;
· ქვითრის ნომრითა და ავტომობილის სარეგისტრაციო ნომრით;
· ქვითრის ნომრითა და დაჯარიმებული პირის პირადი ნომრით;
· ავტომობილის სარეგისტრაციო ნომრითა და ავტომობილის სახელმწიფო ნომრით
შესაბამისი ნომრის შეყვანის შემდეგ კი დარჩენილია მხოლოდ თქვენი ბარათის მონაცემების მითითება გადახდის დასადასტურებლად. თქვენი გადახდა მომენტალურად აისახება!
რა უპირატესობები მექნება რეგისტრაციის შემთხვევაში?
TBC Pay-დან გადახდა, როგორც უკვე ვთქვით, რეგისტრაციის გარეშეც მარტივად არის შესაძლებელი, თუმცა, ამ შემთხვევაში სტანდარტული საკომისიო მოქმედებს არა მხოლოდ პარკინგის გადასახდსა და ჯარიმაზე, არამედ სხვა მომსახურებებზეც. ხოლო, იმ შემთვევაში თუ სულ რაღაც 1 წუთიან რეგისტრაციას მობილურის ნომრისა და პაროლის მითითებით გაივლით, შეძლებთ მიიღოთ ისეთი სერვისები, რომლებიც თქვენი ფინანსების განკარგვაში მეტად დაგეხმარებათ. ეს უპირატესობებია:
· თიბისი ფეის ელექტრონული საფულის ბალანსის შევსება, საიდანაც ყველა მომსახურების გადახდა ბარათის საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი;
· ნებისმიერი ქართული საბანკო ბარათის მიბმის შესაძლებლობა;
· გადახდის ისტორიისა დათვალიერება და შესაბამისი ქვითრისს ამობეჭდვის შესაძლებლობა;
· დავალიანების შესახებ SMS-ის მიღება, რათა არცერთი გადახდა არ გამოგრჩეთ
როგორ ვისარგებლო ელექტრონული საფულით?
თიბისი ფეის ელექტრონული საფულის ბალანსის შევსება შესაძლებელია როგორც ონლაინ ბარათის საშუალებით ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ, ისე ჩვენივე სწრაფი გადახდის აპარატებიდან ნაღდი ფულით. თანაც, აპარატიდან ბალანსის შევსებისას თქვენ არ გჭირდებათ ბარათი და ამასთანავე, შევსების საკომისიო შეადგენს 0 ლარს.