ფინანსური მომსახურებები TBC Pay-ზე
ყოველდღიურ ცხოვრებაში ამა თუ იმ გადასახადის დასაფარად გარკვეული პერიოდულობით გარკვეული დროის გამოყოფა გვჭირდება. გადასახადებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სხვადასხვა ფინანსურ მომსახურებას, იქნება ეს საბანკო სერვისები, დაზღვევა თუ რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. მიმდინარე დავალიანება, კრედიტი, განვადება... ხშირად გადასახადების სია საკმაოდ გრძელიც კი შეიძლება იყოს. საიდან უნდა გადავიხადოთ ყველა ეს მომსახურება, ისე რომ მინიმალური დრო და ენერგია დავხარჯოთ და ჩვენი ფინანსებიც დაცული იყოს?
ბანკის უსასრულო რიგსა თუ სხვადასხვა სერვისის ოპერატორის ოფისებში მისვლაზე თანამედროვე სამყაროში ფიქრიც კი დამღლელია. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, დროის დაკარგვა არ ღირს, როცა არსებობს მარტივი და კომფორტული გზა, სახლიდან გაუსვლელად, ფაქტობრივად ყველა ფინანსური სერვისის გადასახდელად? TBC Pay-ის ონლაინ პლატფორმაზე, გარდა სხვა 1 000-მდე სერვისისა, შეგიძლიათ ერთდროულად დაფაროთ სხვადასხვა საბანკო თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სესხი, განვადება ან სულაც გადაიხადოთ სადაზღვევო პრემია და ა.შ.
როგორ ვისარგებლო TBC Pay-ს მომსახურებით?
ჩვენი ვებგვერდიდან გადახდა რეგისტრაციის გარეშე არის შესაძლებელი, მარტივად, მხოლოდ პირადი ინფორმაციის, მაგალითად, სესხის, პირადი ან პოლისის ნომრის მითითებით და ბოლოს, ბარათის მონაცემების დადასტურებით შეგიძლიათ დაფაროთ სასურველი ფინანსური სერვისი, როგორებიცაა:
· ბანკები
· სადაზღვევო კომპანიები
· მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
· პრობლემური აქტივების მომსახურება
მოცემულ კატეგორიებში სულ გაერთიანებულია 100-ზე მეტი კომპანიის მომსახურება, სხვადასხვა ქართული ბანკი, მიკროსაფინანსო თუ სადაზღვევო ორგანიზაცია, შესაბამისად, თქვენს სერვისის მომწოდებელს ჩვენთან, აუცილებლად, მარტივად იპოვნით. არ აქვს მნიშვნელობა გადასახადების გადახდა გინდათ, მხოლოდ დავალიანებას ამოწმებთ თუ გადახდების ისტორიას ეძებთ - TBC Pay-ის პლატფორმაზე ყველა ის ინფორმაციაა, რაც გჭირდებათ.
რატომ უნდა დავრეგისტრირდე?
TBC Pay-ზე ერთწუთიანი რეგისტრაციის შემთხვევაში, თქვენ დამატებითი უპირატესობებით ისარგებლებთ და ისეთ სერვისებს მიიღებთ, რომელებიც თქვენი დროისა და ფინანსების განკარგვაში დაგეხმარებათ. ესენია:
· ელექტრონული საფულის ბალანსის შევსება და სხვადასხვა სერვისoს გადახდა ბარათის საკომისიოს გარეშე;
· გადახდების ისტორიისა და დანახარჯების კონტროლი;
· გადახდის შაბლონების შექმნა;
· ნებისმიერი ქართული საბანკო ბარათის მიბმის შესაძლებლობა;
· გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ამობეჭდვა;
· დავალიანების შესახებ SMS შეტყობინების მიღება
ავტომატური გადახდების ფუნქცია
გადასახადების დაფარვას თავისი განსაზღვრული ვადები აქვს. იმისთვის რომ არც საბანკო თუ მიკროსაფინანსოს სესხი, განვადების ან დაზღვევის შენატანი ყოველთვის დროულად გადაიხადოთ, რეგისტრაციის სხვა უპირატესობებთან ერთად, ასევე, შეგიძლიათ ავტომატური გადახდების ფუნქციითაც ისარგებლოთ.
იქიდან გამომდინარე, რომ, ფინანსური ვალდებულების გადასახადები ფიქსირებულ თარიღსა და თანხის მოცულობას გულისხმობს, რეგისტრაციის შემდეგ, საკმარისია:
· დააშაბლონოთ სერვისი;
· მხოლოდ ერთხელ მიუთითოთ სერვისის იდენტიფიკატორი და გადახდის პერიოდულობა;
· დაადასტუროთ ავტომატური გადახდა
დანარჩენზე TBC Pay იზრუნებს და ყოველთვიურად ავტომატურად დაიფარება დავალიანება, თქვენ კი აღარ მოგიწევთ ნერვიულობა ვადის გადაცილებაზე.