მობილურის ბალანსის შევსება TBC Pay-ზე
მობილურის ბალანსის შევსებას ჩვენ პერიოდულ გადასახადებს შორის, როგორც წესი, პირველი ადგილი უკავია თავისი მუდმივი საჭიროებიდან გამომდინარე. სწორედ მისი საშუალებით ვუკავშირდებით ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს, ვახორციელებთ აუცილებელ საქმიან ზარებს, ვაგზავნით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და ვასრულებთ სხვა მრავალ საჭირო ქმედებას. სმარტფონები თუ მობილური ტელეფონები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილებია, ისინი ჩვენთვის სამყაროსთან და ინფორმაციასთან უწყვეტ კავშირს განაპირობებენ.
ლარის ანგარიში, სხვადასხვა ფასიანი სალაპარაკო, SMS თუ ინტენეტ პაკეტები - ჩვენ დროდადრო გვიწევს ამ სერვისების ან მათი კომბინაციების შეძენა. მათი სია საკმაოდ გრძელიც კი შეიძლება იყოს. საბანკო ბარათების არსებობის პირობებში, თანდათან ვცდილობთ, ნაღდი ფულისგან გავთავისუფლდეთ და საფულე შინ დავტოვოთ, რადგან თანამედროვე ადამიანის საქმიან ცხოვრებაში ნელ-ნელა უფრო და უფრო აქტიურად შემოდის ინტერნეტ გადახდების როლი და მნიშვნელობა. მობილურის ბალანსის შევსების მრავალი გზა არსებობს, ონლაინ გადახდა მათ შორის ყველაზე სწრაფი და მარტივია.
TBC Pay-ს ონლაინ პლატფორმაზე შეგიძლიათ წამებში არა მხოლოდ მობილურის ბალანსი შეავსოთ, არამედ გადაიხადოთ სხვა 1000-მდე მომსახურების საფასური, როგორებიცაა: კომუნალურები და სატელეკომუნიკაციო მომსახურებები, ფინანსური მომსახურებები: საბანკო და მიკროსაფინანსო ორგაიზაციების სესხები, დაზღვევა, ავტოტრანსპორტის ჯარიმები და მრავალი სხვა.
როგორ გადავიხადო TBC Pay-დან?
TBC Pay-დან გადახდა მომენტალურად რეგისტრაციის გარეშეც არის შესაძლებელი. მაგალითად, მობილურის ბალანსის შევსებისას, საჭიროა, პირველ რიგში, მოითითოთ მხოლოდ მობილურის ნომერი, რომლის ბალანსის შევსებაც გსურთ. შემდეგ, აირჩით სასურველი მომსახურება, მაგალითად, ულიმიტო სასაუბრო პაკეტი და თანხის ოდენობა, ბოლოს კი ბარათის მონაცემების მითითებით დაადასტუროთ გადახდა, სულ ესაა. თუმცა, რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში, თქვენ დამატებითი უპირატესობებით შეგიძლიათ ისარგებლოთ. რეგისტრაციისთვის კი მხოლოდ ერთი წუთია საჭირო. დარეგისტრირება შესაძლებელია მხოლოდ მობილურის ნომრისა და პაროლის მითითებით ან პირდაპირ თქვენი Facebook-ის ანგარიშით.
რატომ უნდა დავრეგისტრირდე TBC Pay-ზე?
რეგისტრაციის შემთხვევაში ისეთ სერვისებს მიიღებთ, რომლებიც ონლაინ გადახდებს თქვენთვის კიდევ უფრო კომფორტულს გახდის, მათ შორის მობილურის ბალანსის შევსებისას. მაგალითად:
· ელექტრონული საფულით სარგებლობა, ბალანსის შევსება და სხვადასხვა სერვისoს გადახდა ბარათის საკომისიოს გარეშე;
· გადახდების ისტორიისა და დანახარჯების კონტროლი პირადი კაბინეტიდან;
· სხვადასხვა სერვისზე გადახდის შაბლონების შექმნა;
· ნებისმიერი ქართული საბანკო ბარათით გადახდის შესაძლებლობა;
· გადახდის ქვითრის ამობეჭდვა
· დავალიანებებზე SMS შეტყობინების მიღება
ავტომატური გადახდების ფუნქცია
TBC Pay-ზე რეგისტრაციის კიდევ ერთი დიდ უპირატესობას ავტომატური გადახდების ფუნქცია წარმოადგენს, რომლის დახმარებითაც, თქვენ ყოველ თვე ან სასურველი პერიოდულობით აღარ მოგიწევთ მობილურის ბალანსის შესავსებად ერთი და იმავე ოპერაციების განხორციელება. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ერთხელ:
· დააშაბლონოთ სერვისი;
· მიუთითოთ მობილურის ნომერი, რომლის ბალანსის შევსებაც გსურთ;
· სასურველი თანხა და გადახდის პერიოდულობა;
· დაადასტუროთ ავტომატური გადახდა ბარათის მონაცემების მითითებით.