სატელეკომუნიკაციო მომსახურებები TBC Pay-ზე
ინტერნეტი, ტელეფონი და ტელევიზია ის მომსახურებებია, რომელთა გარეშე დღევანდელ სამყაროში ინფორმაციაზე წვდომა ძალიან გაგვიჭირდება. ამასთანავე, სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის განვითარებამ სრულად შეცვალა ჩვენი, როგორც მომხმარებლებლების ყოველდღიური ქცევები, როცა საქმე მოცემული მომსახურებების გადახდაზე მიდგება. დროის სიმცირის გამო ვცდილობთ ავირიდოთ რიგები, მაგალითად, მისვლა სხვადასხვა სერვისის მომწოდებლის ოფისში ან სულაც ბანკში სასურველი სერვისის მისაღებად ან რომელიმე პერიოდული გადასახადის დასაფარად. ინტერნეტი მსგავს სიტუაციებში ჩვენი ერთგული დამხმარეა, თანაც გვჭირდება სწრაფი, სანდო და მოქმნილი ონლაინ გადახდების პლატფორმა. TBC Pay-ზე ყველა მომსახურება 24/7-ზეა ხელმისაწვდომი. ონლაინ გადახდების უპირატესობას ხომ სწორედ ის წარმოადგენს, რომ ნებისმიერი ჩვენთვის მოსახერხებელი ადგილიდან შეგვიძლია განვახორციელოთ საჭირო ოპერაციები.
ალბათ ყველას გვქონია სიტუაცია, როდესაც მოულოდნელად აღმოვაჩენთ, რომ ინტერნეტი არ გვაქვს ან სატელევიზიო მაუწყებლობაა გათიშული, რადგან საფასურის დროულად გადახდა დაგვავიწდა. იმისათვის, რომ ვიყოთ მუდმივად ონლაინ, კავშირზე და ასევე, არ გამოვტოვოთ ჩვენი საყვარელი ფილმები ან სატელევიზიო გადაცემები, შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ონლაინ პლატფორმით, რომლის კატეგორიაში: „ინტერნეტი, ტელეფონი, ტელევიზია“ მოცემულია 90-მდე კომპანიის მომსახურება.
როგორ ვისარგებლო TBC Pay-ს მომსახურებით?
ჩვენი ვებგვერდიდან გადახდა რეგისტრაციის გარეშე ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით არის შესაძლებელი, მარტივად, მხოლოდ მომსახურების კოდის შეყვანითა და ბოლოს ბარათის მონაცემების დადასტურებით. სხვა 1000-მდე მომსახურებასთან ერთად თქვენ შეგიძლიათ დაფაროთ შემდეგი სატელეკომუნკაციო მომსახურებები სხვადასხვა რეგიონისა თუ კომპანიის მიხედვით:
· ინტერნეტი
· ტელევიზია
· ტელეფონი
მნიშვნელობა არ აქვს რომელი მომსახურების გადახდა გსურთ, TBC Pay-ზე აუცილებლად იპოვნით თქვენთვის თუ თქვენი ოჯახისათვის საჭირო ყველა მომსახურებას. ტელეკომუნიკაციის სფეროში კი არჩევანი ფართოა და თითქმის ასამდე კომპანიაა წარმოდგენილი მთეილი საქართველოს მასშტაბით.
რეგისტრაცია საჭიროა?
ჩვენი ვებგვერდით სარგებლობა და 1000-მდე მომსახურებასთან ერთად ინტერნეტის, ტელეფონის ან ტელევიზიის საფასურის გადახდა რეგისტრაციის გარეშეც არის შესაძლებელი მარტივად მხოლოდ მომსახურების კოდის შეყვანით და ბოლოს ბარათის მონაცემებით გადახდის დადასტურებით. თუმცა, რეგისტრაციის შემთხვევაში, შეგიძლიათ შემდეგი უპირატესობებით ისარგებლოთ:
· შეავსოთ თიბისი ფეის ელექტრონული საფულის ბალანსი და გადაიხადოთ სხვადასხვა სერვისი ბარათის საკომისიოს გარეშე;
· აკონტროლოთ გადახდების ისტორია და ამობეჭდოთ სასურველი ქვითარი;
· შექმნათ გადახდის შაბლონები და თავიდან აირიდოთ ყოველ გადახდაზე ერთი და იმავე ინფორმაციის მითითება;
· მიიღება SMS შეტყობინებები დავალიანების შესახებ და არ გამოგრჩეთ არცერთი გადასახადი
რეგისტრაციის დამატებითი უპირატესობა
შესაძლებელია TBC Pay-ზე რეგისტრირებულიც ვიყოთ და SMS შეტყობინებებსაც ვიღებდეთ დავალიანებების შესახებ, თუმცა მოუცლელი რეჟიმის გამო მაინც გამოგვრჩეს ინტერნეტის, ტელეფონის ან ტელევიზიის გადასახადი.
იმისათვის, რომ მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ და ყველა საჭირო გადახდა დროულად განახორციელოთ, შეგიძლით ჩვენს ვებგვერდზე ავტომატური გადახდების მომსახურებით ისარგებლოთ, ამისათვის კი საკმარისია:
· დააშაბლონოთ სერვისი;
· სულ რაღაც ერთხელ მიუთითოთ სერვისის კოდი და გადახდის პერიოდულობა;
· დაადასტუროთ ავტომატური გადახდა სასურველი ბარათის მონაცემებით
დანარჩენზე კი ვებგვერდი იზრუნებს და ყოველთვიურად ავტომატურად მოხდა დავალიანების დაფარვა.